საგარეჯოში სტადიონის რეაბილიტაციაზე 636 557 ლარი დაიხარჯება
მერიის ინფორმაციით, სამუშაობის ფარგლებში ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი, ტრიბუნა და გასახდელები მოეწყობა, მოპირკეთდება სტადიონის შიდა და გარე ფასადები, შეიღებება ლითონის კონსტრუქცია. უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.
,,სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 636 557 ლარს შეადგენს. განახლებული სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კლასიკ-სტროი“ ახორციელებს”, – განაცხადეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.