გურჯაანის საკრებულოში 3 ფრაქცია დარეგისტრირდა
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მუმდივმოქმედი 5 კომისიის თავმჯდომარეც აირჩიეს. სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას მაია ბეროშვილი უხელმძღვანელებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიას – ალექსანდრე ბასილაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიას – ლევან ხაზიური; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას – ზურაბ ხუროშვილი; ხოლო ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას კი – გივი რამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ვანო ბერიძიშვილი მეორედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა კი გია შაოშვილმა დაიკავა.