გურჯაანში საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
ბერიძიშვილის კანდიდატურას 39–დან 33 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას კი გია შაოშვილი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ვანო ბერიძიშვილი პირველად 2014 წელს აირჩიეს. 38 წევრიდან მას მხარი 34 დეპუტატმა დაუჭირა, სამი ხმა კი გაბათილდა.