თესაუს სტუდენტი ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა
ფესტივალი ,,ფაზისი“ 3-7 ნოემბერს ფოთში ჩატადა. კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობას პოლონეთის, ბულგარეთის, ისრაელის, ლიტვის, ლატვიის, რუსეთის, ბელორუსიის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მომღერლები იღებდნენ, თესაუს სტუდენტმა I ადგილი დაიკავა. სპანდერაშვილის მასწავლებელი თინათინ ნათელაძეა.
“ზურას წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ზურაბ სპანდერაშვილს ამ დრომდე უკვე ჰქონდა წარმატებული გამოსვლები ბათუმის, პრაღის და ფოთის საერთაშორისო კონკურსებზე, სადაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა საპრიზო ადგილები დაიკავა”, – განუცხადა knews.ge–ს თინათინ ნათელაძემ.