ახალი ამბები

თელავში მოკლული მამაკაცის საქმეზე ამ დრომდე არავინ არ დაუკავებიათ

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს აქტიური სამძებრო მოქმედებები. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობა გუშინ, თელავში, თბილისის გზატკეცილზე მოხდა.
32 წლის როლანდ დაუდაშვილს ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან საავტომობილო სახელოსნოში ესროლა და მიიმალა. მკვლელობის მოტივი უცნობია. 
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა მედიკოსებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.