ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
როგორც Knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარების უზრუნველსაყოფად, 56 კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექისგან იწმინდება.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 46 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 15409 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული3924 ჰექტრამდეა გაზრდილი”, – განუცხადეს Knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია ქვეყნის მასშტაბით 49 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.