ყვარელში ახალგაზრდებმა „მშვიდობის მშენებლობის“ საკითხებზე იმსჯელეს
„ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება“ – პროექტის ფარგლებში. 4 ნოემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა რიგით მეორე ტრენინგი თემაზე „მშვიდობის მშენებლობა“. პროექტს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსიტუტი ახორციელებს, ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს – ფინანსური მხარდაჭერით.
სოფლების: გავაზის, თივის და ჩანტლსიყურეს წარმომადგენლები გაეცნენ პოზიტიური და ნეგატიური მშვიდობის ცნებებს, გაარკვიეს რას ნიშნავს პირდაპირი, სტრუქტურული და კულტურული ძალადობა. იმსჯელეს იმაზე თუ ვინ და რატომ უნდა აშენოს მშვიდობა, რას ნიშნავს შინაგანი მშვიდობა.