გურჯაანის 5 სოფლის ენერგომომარაგების გასაუმჯობესებლად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
კომპანიის ინფორმაციით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ” გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში 10 კვ ფიდერის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
”სამუშაოები ხელს შეუწყობს ვაზისუბნისა და მიმდებარე სოფლების: შაშიანის, კალაურის, ვაჩნაძიანისა და კახიფარისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესებას. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება. ფიდერი ”ვაზისუბანის“ განახლების პარალელურად, მიმდინარეობს ამორტიზებული ხის საყრდენების შეცვლა, ახალი, რკინა-ბეტონის საყრდენებით. ქსელის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად, აღნიშნულ სოფლებში, მინიმალურად შემცირდება ავარიული სიტუაციები, უზრუნველყოფს ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებას, ენერგომომარაგება გახდება უფრო უსაფრთხო და სტაბილური”, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.