კახეთის რეგიონის 8 საკრებულოს წევრი 227 მამაკაცი და 29 ქალი იქნება
როგორც knews.ge-ს საოლქო-საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებმა განუცხადეს, ,,ქართულ ოცნებას” კახეთის საკრებულოებში 195 წევრი ეყოლება, ,,ნაციონალურ მოძრაობას”- 27, ,,ევროპულ საქართველოს”- 15, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”- 9, ,,ლეიბორისტულ პარტიას”- 2, ხოლო 7 დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა საკრებულოს წევრი.
წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ქალი საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში შევიდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 37 წევრიდან 5 ქალი იქნება, სიღნაღის საკრებულოს 29 წევრიდან 4 ქალი, დედოფლისწყაროში 28-დან 1, ლაგოდეხში 31-დან 4, ყვარელში 27-დან 4, თელავში 35-დან 3, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 31 წევრიდან 5, ხოლო გურჯაანში 31-დან სამმა ქალმა მოიპოვა დეპუტატის მანდატი.
რაც შეეხებათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, ახმეტის მუნიციპალიტეტში 2, ლაგოდეხში 4, ხოლო საგარეჯოში 1 იქნება.