დღეს მერებისა და საკრებულოს არჩევნები ტარდება
ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, კახეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.
ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა”, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე უქმეა.