გზა ევროპისკენ

თელავის რეგიონული „ჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • მონაწილეობა შეხვედრებსა და ღონისძიებებში;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება-დაარქივება, ადრესატისთვის გადაგზავნა ქართულ და ინგლისურ ენებზე;  
  • ელექტრონული ფოსტის მართვა;
  •  ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-მართვა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა შესაძლო/არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
  •  სხვა საოფისე საქმიანობები.

    შენიშვნა: სამუშაო გრაფიკი არანორმირებულია.

    აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება  / დასაშვებია დამამთავრებელი, ანდა მაგისტრატურის სტუდენტებისთვის;
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და ზეპირი უნარებით);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ფლობა;  
  • მოლაპარაკებისა და დისკუსიის სრულფასოვანი ჩანაწერის მომზადების უნარი; ფოტო მასალის გადაღება, გადარჩევა, დაარქივება.
  • კომუნიკაციისა და მოსმენის უნარი;
  • გუნდურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;

 

სასურველი, არასავალდებულო მოთხოვნები:  

 

არასამთავრობო, ან მომიჯნავე სექტორში სტაჟიორად მუშაობის, ანდა უცხოელებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.  

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ შემდეგი ინფორმაცია:

 

     1. რეზიუმე (CV ) ქართულ ენაზე;

     2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.

 ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე:

 mediacenterkakheti@gmail.com 

 

დოკუმეტების წარდგენის დრო: არაუგვიანეს 2017 წლის 27 ოქტომბრისა

შერჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

 

 დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თელავის რეგიონულ ჰაბს  შემდეგ მისამართზე:

 ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა160,   ტელ.: 593 264533

ელ ფოსტა: mediacenterkakheti@gmail.com