ახალი ამბები

პარლამენტის დეპუტატი ფერმერების გადამზადებისთვის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას ითხოვს

რევაზ არველაძის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამებისთვის გასულ წლებთან შედარებით უფრო მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს და საბიუჯეტო სახსრების გარკვეული ნაწილი ფერმერების გადამზადებას უნდა მოხმარდეს. 
“დახმარება მარტო ის არ არის, რომ ვიღაცას რაღაც კრედიტი, ან გრანტი მისცე. ბევრმა ექსპერტმა განაცხადა და ამაში სიმართლეა, რომ ქართველმა ფერმერმა არ იცის იმ დონეზე მოსავლის მოყვანა, რომელიც მეცნიერულად არის დამუშავებული. აქედან გამომდინარე, მარტო ფული კი არა, სწავლებაც უნდა იმას, როგორ უნდა მოიხმაროს ეს ფული. რომ შევხედოთ, როგორ მოჰყავს მოსავალი ქართველ გლეხსა და უცხოელს, დიდი სხვაობაა მათ შორის“, – განაცხადა არველაძემ. 
მისივე ინფორმაციით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ამ საკითხზე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეხვედრას და მოსაზრებების გაზიარებას გეგმავს.