1. გოჭების მარათონი – მეშვიდე გადაცემა
პროექტის “MOLI კახეთში” და მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ ერთობლივი იდეის ფარგლებში გადაცემათა ციკლი „გოჭების მარათონი“ გრძელდება.
ჩვენი გადაცემები ეხება 4 გოჭს, რომლებიც პროექტმა “MOLI” ორი სხვადასხვა საოჯახო ფერმისთვის შეიძინა. ისინი კვების ორი მეთოდით: ტრადიციული ქართული და ახლებური საკვების გამოყენებით იზრდებიან. დღევანდელის გადაცემის თემა ეხება ღორის ჯიშებს და საქართველოში არსებულ ბაზარს.
ფერმერები ისაუბრებენ იმ ძირითადი საწარმოო ჯიშების შესახებ, რომლებიც გავრცელებულია საქართველოში. ისინი, ასევე, ყურადღებას გაამახვილებენ რა არის საწარმოო ჯიშების ძირითადი მახასიათებელი და რითი გამოირჩევიან მეხორცული ღორები სხვებისაგან.
გადაცემაში, ასევე, ვისაუბრებთ ხორცის რეალიზაციის საკითხებსა და საქართველოში არსებულ ბაზარზე. ჩვენი გადაცემის ბენეფიციარები მოგვიყვებიან რა შედეგი აქვთ 5 თვის თავზე. ისინი მაყურებელს ღორების კვებისა და წონის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
გადაცემაზე მუშაობდნენ:
იდეის ავტორი: ალექსანდრე ღოღობერიძე
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)
გადაცემის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელსაც ახორციელებს შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS/EPER – ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში“, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.
The program is facilitated by MOLI in Kakheti project implemented by HEKS/EPER office in South Caucasus, funded by the Swiss Government.