სირიაში 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი გარდაიცვალა
ადგილობრივების ინფორმაციით, 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ შეტაკებას ემსხვერპლა.
იგი სირიაში 2015 წლის 2 აპრილს საკუთარ თანაკლასელთან, რამზან ბაღაკაშვილთან ერთად წაიყვანეს.
ორივე მათგანი სოფელ ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლე იყო და სირიაში წასვლის შემდეგ ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი წავიდა საბრძოლველად და უკვე 25 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს გარდაიცვალა.