კახეთის რეგიონში ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაეცემა
,,2-3 ოქტომბერს დაიკლებს ტემპერატურა. ასევე, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარიც”, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.
სინოპტიკოსების ცნობით, 4 ოქტომბერს ამინდი გაუმჯობესდება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ისინი 5, 6 და 7 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის 21 გრადუსამდე მომატებას ვარაუდობენ, თუმცა მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.