სოფელ დუისში ავტოავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.