ახალი ამბები

თუშეთში თოვლი მოვიდა

“ამჟამად თუშეთში აღარ თოვს. გზა გახსნილია და თოვლს ავტომანქანების გადაადგილებისათვის პრობლემა არ შეუქმნია. მწყემსებმა თუშეთიდან ზამთრის საძოვრებზე ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის გადარეკვა უკვე დაიწყეს”, – განუცხადა Knews.ge-ს ლადო კახოიძემ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში თუშეთში თოვლი არ არის მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, კახეთში ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს.