ყარაჯლის სკოლის დირექტორს მოსწავლის მშობლები უჩივიან
გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორმა მეშვიდე კლასელი გოგონა ჰიჯაბის ტარების გამო გაკვეთილზე არ შეუშვა. გოგონას მამა, ა.თ სკოლის დირექტორს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
,,ვითხოვ, რომ განათლების სამინისტრომ მოახდინოს რეაგირება. თელავის რესურს ცენტრს განცხადებით მივმართეთ”,– აცხადებს გოგონას მამა.
სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ თავსაბურავის ტარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესის დაცვით მოხდა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სკოლის შენობაში კეპის, ქუდის და სხვა აქსესუარების ტარება.