ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელს პატიმრობა შეეფარდა
დაცვის მხარე 12 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, რომელიც მოსამართლე მარინე ცერცვაძემ არ დააკმაყოფილა.
წინა სასამართლო სხდომა 27 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ესიტაშვილს პროკურატურა ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით ათასი ლარის აღებას ედავება.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6–დან 9–წლამდე,” – განუცხადეს Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.