შალაურში დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია
რეფერალური საავამდყოფოს ექიმის, გიორგი გოგილაშვილის განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ორი ახალგაზრდა პალატაშია გადაყვანილი, ერთი კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
,,ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჭრილობები მიყენებულია ბასრი იარაღით მუცლის ღრუს, გუმკერდის არესა და ბარძაყის მიდამოებში”, – აღნიშნავს გოგილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ დაპირისპირება უძღოდა.
,,სოფელში თქვეს, რომ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკებას ეგ საშინელი შემთხვევა მოყვა. კიდევ კარგი, რომ ყველა ცოცხალი გადარჩა. მეზობლები ამბობდნენ, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა”, – აცხადებენ ადგილობრივები.
პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის117-ე მუხლით, რომელიც ჯანრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.