ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელს ბრალს დღეს წარუდგენენ
პროკურატურა ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით ათასი ლარის აიღებას ედავება. დაკავებული ამჟამად კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6–დან 9–წლამდე,” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალექსანდრე ესიტაშვილი ქრთამის აღების ბრალდებით გუშინ დააკავეს.