თუშეთში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
როგორც knews.ge-ს თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ განუცხადა, ხანძრის ჩაქრობის პროცესში 50-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.
,,ახალი კერა გუშინ, შუადღეს გაჩნდა. დამწვარია 2 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე და ბუჩქნარი. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება”, – განუცხადა knews.ge–ს ლადო კახოიძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ნახანძრალიდან მოშორებით, ახალ ტერიტორიაზე გაჩნდა.