თუშმა ფერმერმა იტალიაში ყველის ფესტივალზე პროდუქცია წარადგინა
ფერმერს თუშეთში, სოფელ ვესტომთის საწარმოში გუდის ყველი თუშური მეთოდით გამოჰყავს. იგი, უმარილო, მშრალ თუშურ ყველს დაძველების ტექნოლოგით ამზადებს. ქარსამაული ყველის დამზადების ძველი თუშური ტრადიცია გასულ წელს აღადგინა.
,,გამოფენებში ვიღებთ მონაწილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს პროდუქციას ცნობადობას უმაღლებს. ჩემი სამომავლო გეგმები ძალიან დიდია. მინდა, რომ მეყველეობა პოპულარული დარგი გახდეს. წელს ყველის რაოდენობასაც გავზრდი და 5 სახეობის ყველი გვექნება ბაზარზე გასატანათ. ბავშვობიდან მქონდა შეხება ამ სფეროსთან და დაახლოებით 12 – 13 წლიდან მეც დავიწყე ყველის წარმოება. ტრადიციული თუშური მეთოდით ვაკეთებთ გუდის ყველს, რომელიც ცხვრის ტყავში გადის მომწიფების პროცესს, როგორც ჩემი წინაპრები აკეთებდნენ“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ქარსამაულმა.
ახალგაზრდა ფერმერი სამომავლოდ ბაზრების მოძიებასა და ყველის სხვა სახეობების წარმოებას გეგმავს.
ფოტო: გიორგი ქარსამაული