ახალი ამბები

სოფელ ფშაველის ტყეში ხანძარია

 როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას. 

„ამ წუთებში 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ადგილზე იმყოფება და ტერიტორიას ამუშავებს, რათა არ დარჩეს ნაკვერჩხალი და ცეცხლის ახალი კერა არ გაჩნდეს. ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. სოფელ ფშაველის ტყის მასივში მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.