სიღნაღში სოციალურ საწარმოთა ახალგაზრდული ფესტივალი მიმდინარეობს
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სოციალური საწარმო. საწარმოებს გამოფენილი აქვთ ხელნაკეთი ნივთების. ფესტივალი სოციალურ მეწარმეთა ალიანსის ორგანიზებით ტარდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით საქართველოში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია.
“პროექტის მიზნებია ახალგაზრდების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება სოციალური მეწარმეობის და ღონისძიებების ორგანიზების საკითხებზე; სოციალური საწარმოების საქმიანობის და მათი პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საწარმოების ეკონომიკური შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა, ახალგაზრდების როტაციის პრინციპით დასაქმება სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვების პროცესში, ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის სემინარების გამართვა”, – განუცხადეს knews.ge–ს ორგანიზატორებმა.
ფესტივალი თბილისში, ახალი მზიური მიმდებარე ტერიტორიზე 8 სექტემბერს გაიხსნა.
ღონისძიება გაიმართება სხვა ქალაქებშიც: ქუთაისის ბულვარში – 13 სექტემბერს, ფოთის ცემტრალურ პარკში – 15 სექტემბერს. ღონისძიება 17 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე დაიხურება.