კახეთში რთველი დაიწყო
,,გვალვამ მოსავალი გაგვიფუჭა, რომ ვინღა იყიდის? თუ სახელმწიფოც არ ჩაიბარებს, სად წავიღო ამდენი ყურძენი? გვალვის გამო მარცვალი არ დამსხვილდა, თორემ ისე ბევრია,“ – განუცხადა knews.ge–ს დეოდფლისწყაროს მცხოვრებმა ბესიკ ბეგიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის რთველზე კახეთის რეგიონში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმში სახვანჭკარე ჯიშებზე – ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე – 1კგ-ზე 2 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.