ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, თელავში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა წუხელ მოხდა. იგი უგონო მდგომარეობაში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც knews.ge-ს შსს–ში განუცხადეს, მამაკაცმა ხელზე დაზიანებები თავად მიიყენა.
უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.