კახეთში ყურძენს 100–ზე მეტი ღვინის ქარხანა ჩაიბარებს
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა მაღალია.
”ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული, კარგი რთველი უნდა გვქონდეს, რადგან ერთი მხრივ, მართლაც უხვი მოსავალია. ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში, როცა ბევრ სხვა კულტურას პრობლემა შეექმნა, ყურძნის საკმაოდ უხვი მოსავალი გვაქვს. ღვინის კერძო კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ეს რამდენიმე ფაქტორმა, პირველ რიგში, გაზრდილმა ექსპორტმა, განაპირობა. გარდა ამისა, მაქსიმალურად მოტივირებულია კერძო სექტორი, რომ წელს ყურძენი შეიძინოს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს და პროცესი ორგანიზებულად ჩატარდეს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანე ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1 ლარიდან დაიწყება.