ენმ კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს კვირას წარადგენს
როგორც knews.ge-სთვის გახდა ცნობილი, გურჯაანის მერობის კანდიდატი საკრებულოს წევრი და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა ნიჟარაძე იქნება.
,,პოლიტიკაშ 2003 წლიდან ვმოღვაწეობ. ვმუშაობდი მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე. კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ოფიციალურად დავიწყებ საარჩევნო კამპანიას კარდაკარ. რაც შეეხება საარჩევნო გზავნილებსა და პრიორიტეტებს, ოფიციალური წარდგენის შემდეგ გავახმოვანებ”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკა ნიჟარაძემ.