ახალი ამბები

თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 აგვისტოს გაიხსნება

როგოც knews.ge–ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის მწარმოებლებს თბილისში უკვე შეხვდა. 
,,კომპანიებმა რთველის წარმატებულად ჩაბარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. რაც შეეხება რთველს, ის ტრადიციულად დედოფლისწყაროდან, სექტემბრიდან დაიწყება და ეტაპობრივად, მთელ კახეთს მოიცავს”, – განცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 
შეგახსენებთ, რომ წელს საფერავის ჯიშის ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდია აღარ გაიცემა. 
,,კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარსისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და აღარ გაიცემა“, – განუცხადა knews.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.