სოფელ ომალოს სასმელი წყალი არ მიეწოდება
ადგილობრივების ინფორმაციით, წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. მათივე თქმით, წყლის პრობლემის გამო შესაძლოა ტურისტების რიცხვი შემცირდეს. როგორც knews.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, თუშეთში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა წლის ბოლომდე მოგვარდება.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის ახალი სათავე ნაგებობის მონტაჟი, რომლის დასრულების შემდეგ თუშეთს სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები აღარ ექნება.
,,აღნიშნული პრობლემა ზაფხულის სეზონზე ხშირად ჩნდება წყლის დებეტის არ არსებობის გამო. ჩვენ წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, რომ თუშეთის სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა წლის ბოლოსთვის უნდა გადაიჭრას”, – განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა.