თესაუს 7 საბაკალავრო პროგრამას სახელმწიფო დააფინანსებს
,,სიახლის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უკვე აცნობა. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული აბიტურიენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფარავს: ისტორია – 60 ადგილი; ქართული ენა და ლიტერატურა – 30 ადგილი; ბიოლოგია – 25 ადგილი; სასურსათო ტექნოლოგია – 50 ადგილი; მათემატიკა – 15 ადგილი; დაწყებითი განათლება – 25 ადგილი; ეკონომიკა – 25 ადგილი”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.