ყურძნის რეალიზაციისთვის რეგიონებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა
,,ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, შენარჩუნდება იაფი აგროკრედიტი ყურძნის შესყიდვის მიზნობრიობით. კერძოდ 15 თვიანი იაფი აგროკრედიტი ყურძნის შესყიდვის მიზნობრიობით კახეთში; 36-თვიანი იაფი აგროკრედიტი რქაწითელის და კახური მწვანის შესყიდვის მიზნობრიობით სპირტად გამოხდის შემთხვევაში”, – განაცხადეს სოფლის მეურნოების სამინისტროში.