წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 06-ის მარკის ავტომანქანა კომბაინს შეეჯახა, რის შედეგადაც მსობული ავტომობილის მძღოლი და ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებუი სამი ადამიანი კი სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.