ვიდეორეპორტაჟი

1. შოტლანდიელი ცნობილი ჟურნალისტის კახური ისტორია

კახეთზე შეყვარებულმა სოფლის შუაგულში სახლი ააშენა, ვენახი იყიდა და ამჟამად ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით კისისხეველ მეგობართან ერთად აწარმოებს. ჟურნალისტი ყოველწლიურად 1000–ზე მეტ ლიტრ ღვინოს სოფელ კისისხევში მცხოვრებ ქართველ მეგობართან ერთად აყენებს. იგი ამბობს, რომ მეღვინებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

,,მაქვს ვენახი, იქიდან მიღებული ყურძნით ღვინოს ვაყენებთ. ამ პროცესში მეხმარება სოფელში მცხოვრები მეგობარი, ძირითადად საქმეს ის აკეთებს. დაახლოებით 1000 ლიტრზე მეტ ღვინოს ვაყენებთ, ეს ჩვენთვის საკმარისია. ქართული კულტურა და ღვინო ძალიან მომწონს. საინტერესოა, რომ ქართული ღვინის სახელი ვრცელდება მსოფლიოში, თითქმის ყოველდღე ვკითხულობ ახალ სტატიას ცნობილ გაზეთებსა და ჟურნალებში. ქართული ღვინო განსხვავებულია და სხვა გემო აქვს, როცა ქვევრში აყენებ. საქართველო უკვე ნაცნობია ბევრი მეღვინესთვის და ღვინის მოყვარულებისთვის. ადრე არავინ იცოდა მის შესახებ და სასიხარულოა, რომ პოპულარული ხდება. მე ვიყავი სამხრეთ საფრანგეთში და მოვაწყე ქართული ღვინოების დეგუსტაცია. 20–მდე მეღვინე მოვიდა, მათ დააგემოვნეს ღვინო და ძალიან მოეწონათ’’,– განუცხადა Knews.ge-ს რობერტ პარსონსმა.