გურჯანში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საწარმო ნებსმიერი სახის ხილს ჩაიბარებს.
,,ივლისიდან კახეთში ამოქმედდება თანადაფინანსების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმო, რომელიც ყველა სახის, როგორც სასურსათო, ისე სამრეწველო ატამს ჩაიბარებს, რაც გლეხს პროდუქციის რეალიზაციას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა ატმის მოსავალი შეუფერხებლად და ორგანიზებულად დაბინავდეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გამარტივებულია საექსპორტო პროცედურები. სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გასცემენ ფიტოსანიტარიულ და წარმოშობის სერტიფიკატებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.