კახეთში ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების ცნობით, ზოგიერთ რაიონში სეტყვა და ძლიერი ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი.
,,30 ივნისიდან გამოდარებას ველით, პირველი ივლისიდან კი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 36-37 გრადუსამდე მოიმატებს”, – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.