ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი კახეთს ეწვევა

ევროკავშირის ელჩის  ვიზიტი ხორციელდება ENPARD-ის მიერ განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტების შეფასების ფარგლებში.

 ENPARD-ის საკომუნიკაციო ჯგუფსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმილია ევროკაშირის პროგრამების მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგების ადგილზე გაცნობა. ამასთან ელჩი რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. 

,,სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისა და სოფლის ეკონომიკის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებს შორის ბიზნესზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. ამ მხრივ ევროკავშირის დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების (Oxfam, Mercy Corps, Care, People in Need, UNDP) მეშვეობით ხორციელდება და იგი ძირითადად ფერმერთა ქმედუნარიანობის ამაღლებასა და ფერმერული კოოპერატივების თანადაფინანსებას ხმარდება”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ENPARD-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, სოფლის განვითარების ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილი სათბურების, დენდროლოგიური პარკისა და ლაგოდეხის ლიტერატურული კაფეს მონახულება.

ასევე, გაიმართება საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში. ვიზიტის დასასრულს მოხდება ელჩის დაჯილდოება „ლაგოდეხის მეგობრის“ საპატიო სტატუსით.