თელავში სპექტაკლი „ქალები“ გაიმართება
როგორც knews.ge-ს ქალაქ თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა განუცხადა, აღნიშნული სპექტაკლი არის მარჯანიშვილის თეატრის ერთ- ერთი წარმატებული პროექტი, რომლის რეჟისორია ციცინო კობიაშვილი. მისივე ინფორმაციით, სცენოგრაფიის ავტორი თეატრის ხელმძღვანელი ლევან წულაძეა.
,,სპექტაკლში თამაშობენ ძირითადად ქალბატონები, მარჯანიშვილის თეატრის პოპულარული სახეები: ეკა მჟავანაძე, ქეთი ჩხეიძე, ქეთი გეგეშიძე, ნინო დუმბაძე, ნინო ზაუტაშვილი და ირმა ბერიანიძე. წარმოდგენაში, ასევე, მონაწილეობენ ზაზა გოგუაძე და თემურ კილაძე. სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და საინტერესოდ ასახავს ქალური ბუნების თავისებურებებს. ბილეთის ფასი 5 ლარია’’,– განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.