სეტყვამ საგარეჯოში სასოფლო-სამეურნეო კულტურები გაანადგურა
knews.ge-ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ნათესები.
როგორც knews.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ნათესები. სეტყვის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გიორგიწმინდას.
“ეზოს ბოსტნეული პირწმინდად გაანადგურა. კოჭებამდე სეტყვა ყრია ჩიტის კვერცხზე დიდი. საბედნიეროდ ვენახი გადარჩა. მინდორში არ იყო სტიქია”, – ამბობს საგარეჯოში მცხოვრები ნოდარ მეზვრიშვილი.
„დელტას“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემამ 500-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.
,,რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემამ 500-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, განეიტრალდა რამდენიმე ათასი კმ2 ღრუბელი. კახეთის რეგიონში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ზაფხულის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული დატვირთვის რეჟიმში მუშაობს”, – ნათქვამია ,,დელტას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ეტაპზე ზარალის ოდენობა უცნობია.
ფოტომასალა – sagarejo/საგარეჯო