სტატიები

ნიკალას ღვინოები ამერიკასა და იაპონიაში იყიდება

2005 წელს კი, მარანი მისმა შვილიშვილებმა აღადგინეს. ვენახებიც გააშენეს და 2013 წელს პირველი ბოთლი ღვინოც ჩამოასხეს.

,,ჩვენი ვენახები სოფელ კარდანახში, წარაფებში, ახოებსა და მოწყობილში მდებარეობს. გვაქვს რქაწითელი, საფერავი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე. კარდენახი ერთ ერთი საუკეთესო ადგილია რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნისათვის. სხვადასხვა ჯიშებს განსხვავებულად ვაყენებთ, გვაქვს როგორც კახური წესით ჭაჭაზე დადუღებული, ასევე ჭაჭის გარეშე,” – ამბობს ზურა მღვდლიაშვილი.

ნიკალას მცირე მარანში დაყენებული ღვინო იაპონიისა და ამერიკის ბაზრებზე იყიდება.

,,ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ სწრაფად იზრდება. კარგი იქნება თუ უფრო მეტი ადამიანი გასინჯავს ნატურალურ ღვინოს, რაც საშუალებას მისცემს მომხარებელს დაინახოს სხვაობა კონვენციურ და ნატურალურ ღვინოს შორის. ეს მეტ სტიმულს მისცემს მცირე მარნებს გამრავლდნენ, შექმნან უფრო მრავალფეროვანი გარემო ღვინის სამყაროში”, – აღნიშნავს knews.ge-სთან მღვდლიაშვილი.

მეღვინე ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ვენახისა და ვაზის დაავადებებთან ბრძოლაა. 

,,მათთვის, ვინც ქვევრში ღვინოს აყენებს, დიდ სირთულეს წარმოადგენს ხარისხიანი ქვევრების შეძენა. ვისურვებდი მექვერვეებს უკეთესი პირობები, საშუალებები და სურვილი ქონდეთ კარგი ქვევრების დასამზადებლად”.

მეწარმე დამწყებ მეღვინეებს ურჩევს, რომ დააყენონ ღვინო მინიმალური ჩარევით, საფუარებისა და სხვა დანამატების გარეშე. 

,,იქონიონ საკუთარი ვენახები, გააშენონ იშვიათი ჯიშები, ამით ისინი შეძლებენ მათთვის სასურველი ხარისხის ყურძენი მოიყვანონ, რაც პირდაპირ აისახება ღვინოზე. ტრადიციული წესით ღვინის დაყენებასთან ერთად არ შეუშინდნენ სიახლეებს, არ მოექცნენ ჩარჩოებში და დააყენონ განსხვავებული, ახალი გემოს ღვინოები”, – აცხადებს ზურა მღვდლიაშვილი.