საგარეჯოში მდებარე VELLINO-ს ღვინის მარანი GOOGLE-ის რუკაზე მოინიშნა
ახალგაზრდა მეღვინე ბექა ჯიმშელაძე, რომელიც სამი სახეობის ღვინოს – საფერავს, რქაწითელს და მანავის მწვანეს ევროპული ტექნოლოგიით ამზადებს, ამბობს, რომ ეს სიახლე მის ბიზნესსაქმიანობას პოპულარიზაციას გაუწევს და აგროტურიზმის განვითარებაში დაეხმარება.
,,საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები საუკეთესო საშუალებაა. მითუმეტეს ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ღვინის ტურიზმთან და შესაბამისად ჩვენი მარნის არსებობა გუგლის რუკაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ტურისტული კომპანიებიდან მოსული სტუმრების გარდა, ნებისმიერ უცხოელ თუ ქართველ ტურისტს შეეძლება ნახოს რუკაზე მარნის ადგილმდებარეობა და გაუჩნდეს სურვილი რომ გვესტუმროს. ამას გუგლის რუკის საშუალებით ძალიან მარტივად მოახერხებს, მონიშნავს რუკაზე ჩვენს მარანს და ნებისმიერი წერტილიდან ძალიან მარტივად გამოყვება მარშრუტს ჩვენამდე. ჩვენ Google Business-ში დავარეგისტრირეთ მარნის ადგილმდებარეობა და 2 კვირაში ფოსტით მოგვივიდა თანხმობის კოდი. იმ კოდის გააქტიურების შემდეგ კი გამოჩნდება კონკრეტული ობიექტი რუკაზე’’, –განუცხადა KNEWS.GE–ს ბექა ჯიმშელაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2015 წელს დაიწყეს ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის იქნებოდა მისაღები. ამ დროისთვის VELLINO-ს საფერავი თბილისის მასშტაბით ღვინის ყველა დიდ მაღაზიაში იყიდება და მისი ფასი 25-დან 30 ლარამდე მერყეობს.