ახალსოფელში მე-10 კლასის მოსწავლემ თავი მოიკლა
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სუიციდის მიზეზი უცნობია.