კახეთში ფოტოგრაფებისა და ფოტომოყვარულთათვის კონკურსი გამოცხადდა
როგორც knews.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, ფოტოსურათების გაგზავნა 19 ივნისის 18 საატამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 22 ივნისს გამოვლინდებიან.
,,კონკურსში მონაწილეობისათვის ჩვენს გვერდზე, პირად შეტყობინებაში, უნდა გამოგვიგზავნოთ ფოტოსურათი თემაზე „მე მიყვარს კახეთი“ და მიუთითოთ მონაწილის სახელი და გვარი. გამოვლინდება ორი პრიზიორი: ჟიურის რჩეული და ლაიქებით გამარჯვებული. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სააგენტოს სამახსოვრო სუვენირებით და რაც მთავარია ერთ თანმხლებ პირთან ერთად ექნებათ საშუალება, გაატარონ ღამე სასტუმრო შატო ყვარელში, მათთვის მოეწყობა ღვინის ტური “კორპორაცია ქინძმარაულის” ღვინის მარანში, სადაც დააგემოვნებენ რჩეულ ღვინოებს და მიიღებენ ერთ ბოთლს საჩუქრად. გაითვალისწინეთ, რომ ლაიქების ხელოვნურად მომატებაში შემჩნეული კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან. ფოტომოყვარულების კონკურსიდან მოიხსნება ის მონაწილეც, რომლის ფოტოსურათიც არ იქნება მისი გადაღებული”, – განაცხადეს სააგენტოში.

