9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
ომის ვეტერანები სახელმწიფოსაგან ერთჯერად პრემიას წელსაც მიიღებენ. მთავრობის 838-ე დადგენილების შესაბამისად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს – 600, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი – 300 ლარი გადაეცემათ.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, –
გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა.
შრომის კოდექსის მიხედვით 9 მაისი უქმე დღეა.