სიღნაღში 37 წლის მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი გადაიყვანა წნორის არქიმედეს კლინიკაში, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც knews.ge-ს ექიმმა ოთარ რუაძემ განუცხადა, პაციენტპაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მიხედვით, რაც ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.