სეტყვამ კახეთის 10 მდე სოფელი დააზარალა
7 მაისს საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ კახეთის რამდენიმე დასახლებაში სავარგულები დააზიანა.
განსაკუთრებით დიდია ზარალი ახმეტისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო ხოდაშენსა და ქისტაურიში, ყარაჯალასა და ვარდისუბანში, სადაც სასოფლო სავარგულების გარკვეული ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ადგილობრივთა განცხადებით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ეზოებსა და ბაღჩა-ბაღებში ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურის განადგურება გამოიწვია.
ზარალის ოდენობა უცნობია.