ახალი ამბები

კახეთის 22 სოფელში ფერმერებს აგრო საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ფერმერებს ვენახის მოვლის, მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, დაზიანების ფორმებსა და სიმპტომებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
,,ფერმერებს ასევე კონსულტაციები გაეწიათ შემდეგ საკითხებზე: მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით – ერთწლოვანი და მარცვლოვანი კულტურების დაავადებები და მასთან ბრძოლის მეთოდები, აგროდაზღვევა და მარცვლოვანი კულტურების მეთესლეობა; მეცხოველეობის მიმართულებით – რეგიონში ვეტერინარიასთან დაკავშირებული საკითები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; მეფუტკრეობის მიმართულებით – მოვლა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-ზე მეტი ფერმერი გადაამზადა”,–განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.