კახეთიდან ახალი ღვინის ფესტივალში 40 კომპანია მონაწილეობს
ღონისძიებაში მონაწილე საოჯახო მარნებს საქართველოს ღვინის კლუბი მიმდინარე წელს მერვედ უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი ოჯახური ღვინოების გამოფენა გაიმართება.
,,ეს ერთადერთი ღონისძიებაა, რომელშიც ყველას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა. ახალი ღვინის ფესტივალი 2017 წელს მონაწილე საოჯახო მარნების ღვინოები ღვინის კლუბში სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. ყველაზე მეტი დასახელების ღვინო შემოვიდა კახეთიდან. გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო შემოსული ღვინოების ხარისხი. ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა მეღვინეების და ქალების აქტიურობა, რომლებმაც საკუთარი ხელით დაყენებული საუკეთესო ღვინოები წარმოადგინეს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ახალი ღვინის ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში მეღვინეობის მიმართულებით განათლების ხარისხის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას.
,,აგროტურიზმის მიმართულებით აქტიურად ვიწყებთ მუშაობას, ვიღებთ მონაწილეობას ფესტივალებსა და გამოფენებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობის ასამაღლებლად. კომპანია 2015 წელს შევქმენი და 2016 წელს უკვე ჩვენი პროდუქცია ბაზარზე გამოვიტანეთ გასაყიდად. ჩვენ სოფელში გვაქვს ვენახები, სადაც ვკრეფთ ყურძენს და ვაყენებთ ღვინოს. რაც შეეხება ტექნოლოგიას, გვინდოდა რომ ყოფილიყო სხვებისგან განსხვავებული და ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა კლასიკური ანუ ევროპული მეთოდით, რომელიც არ არის დაყენებული ქვევრში. VELLINO–ს ღვინო სხვებისგან განსხვავებით არის მაღალი ხარისხის და ნატურალური“, – განუცხადა knews.ge-ს ღვინის კომპანია VELLINO–ს დამფუძნებელმა ბექა ჯიმშელაძემ.
გთავაზობთ ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეების ჩამონათვალს კახეთიდან:
1. მოსულიშვილის მარანი, სიღნაღი. დასახლება ხორნაბუჯი – ღვინო: რქაწითელი 2. მეღვინეთა კოოპერატივი “ვაქირი” ვაქირი, ხევი ღვინო: რქაწითელი 3. BLUIS’S WINE თელავი, აკურა, ღვინო: მწვანე, ჟღია, ჟღია (ვარდისფერი) 4. ოქრომჭედლიშვილის მარანი, კაკაბეთი – ღვინო: საფერავი 5. ველინო, საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი – ღვინო: მანავის მწვანე 6. Gvino – თელავი, სოფ. წინანდალი – ღვინო: რქაწითელი 7. როსტომაანთ მარანი კახეთი, რუისპირი – ღვინო: რქაწითელი 8. Winomi – ახმეტა-ღვინო: საფერავი 9. შ.პ.ს არტიზენ – მელაანი – ღვინო: რქაწითელი 10. ხვთისიაანთ მარანი – კარდანახი, ზვრები ახოები – ღვინო: რქაწითელი 11. ზვიად ზაუტაშვილი, ყვარელი, სოფ: ალმატი – ღვინო: რქაწითელი, საფერავი 12. არტიზანი, ხაშმი – ღვინო: საფერავი, საფერავი როზე 13. გიორგი წვერავა – ძველი კახეთი, ლაგოდეხი – ღვინო: საფერავი, ალადასტური, ალექსანდროული 14. შაქარაშვილის ღვინის მარანი, თელავი, სოფ. კონდოლი – ღვინო: საფერავი 15. პაპუნას მარანი, ყვარელი – ღვინო: საფერავი 16. ბექები ვაინსი – თელავი, ვარდისუბანი – ღვინო: ქისი 17. “აი ვაინ” , საგარეჯო, სოფ: კაკაბეთი – ღვინო: მწვანე-მუსკატი-როზე (ევროპული წესით), ბიკანი, მწვანე-მუსკატი-როზე 18. ფირცხელანების მარანი – ახმეტა. სოფ: არგოხი – ღვინო: ქისი 19. პაპუაშვილის მარანი – ყვარელი – ღვინო: საფერავი 20. ყარალაშვილის ღვინის მარანი – ყვარელი – ღვინო: რქაწითელი, ქისი, მწვანე, საფერავი 21. ავთანდილ სულაძე, ბუნებური – საგარეჯო. სოფ: ბადიაური – ღვინო: საფერავი, საფერავი 22. ირაკლი ზუმბაძე – ჩალაბრიანი (chalaBriani) თელავი. სოფ:აკურა, ჩალაბრიანი – ღვინო: საფერავი 23. მიხეილ დოლიძე, “კასრელი” გურჯაანი, სოფ. ვაჩნაძიანი, “შალოაანთ ახოები” – ღვინო: ქისი, კახური მცვივანი 24. შპს “შატო” – ვაზისუბანი – ღვინო: კახური მწვანე, რქაწითელი 80%; მწვანე 15% 25. ოთარ ლოლაძე – საგარეჯო, სოფ. დიდი ჩაილური – ღვინო: რქაწითელი და მუსკატური რქაწითელი 26. მერი ლომიძე – ყვარელი, ქინძმარაულის ზონა – ღვინო: საფერავი 27. ნოდარი ჭიჭაშვილი – ართანის მარანი – ართანა – ღვინო: მწვანე 28. დავით ბერულავა – Ber Cellar Company – კახეთი, სოფ. ხაშმი – ღვინო: საფერავი, გორული მწვანე-ჩინური 29. იოსებ აბდუშელიშვილის მარანი, ახაშენი – ღვინო: საფერავი, რქაწითელი 30. წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერი – ტიბაანი – სოფ.:ტიბაანი – ღვინო: რქაწითელი 31. ვალერი ოსოშვილი, გურჯაანი – ღვინო: საფერავი 32. მიხოს ვენახები და მარანი, ყვარელი. სოფ: გავაზი – ღვინო: რქაწითელი მწვანე 33. იმედა ჩურხაული – იყალთო – ღვინო: რქაწითელი 34. გიორგი ჯინჭველაძე Erekle II თელავი. სოფ: სანიორე ღვინო: ქისი 35. ზაზა ვეფხვაძე, არმაზი – ყვარელი, ნადოლაბარი – ღვინო: საფერავი 36. ილია მჭედლიძე, სოფ. კაკაბეთი – ღვინო: კახური მწვანე, რქაწითელი 37. ნინო დიღმელაშვილი – გურჯაანი – ღვინო: რქაწითელი 38. ომარ ბახტურიძე – თამარისის ღვინის მარანი-მარნეული. სოფ: თამარისი – თელავი, წინანდალი-ღვინო: საფერავი 39. გოგიტა მჭედლიშვილი – საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი, ღვინო: რქაწითელი 80%; მწვანე 20% 40. მარანი მილორაული/ Marani Milorauli – ნაფარეული, სოფ. სანავარდო – ღვინო: საფერავი.