პრემიერი ლოპოტაზე დასასვენებელი კომპლექსის განვითარების პროექტის პრეზენტაციას დაესწრება
როგორც Knews.ge-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, დაგეგმილია კომპლექსის ევროპული ტიპის კურორტად ჩამოყალიბდება, რომლის ფარგლებშიც საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით, უახლოეს მომავალში კომპლექსის რეკონსტრუქცია დაიწყება.
,,სამშენებლო სამუშოებს სამშენებლო კომპანია CIC Group განახორციელებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და დაახლეობით 13 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ „ლოპოტა რეზორტს” 3 სასტუმრო კომპლექსი, 2 რესტორანი და 1 აუზი დაემატება. დღეს საპარტნიორო ფონდსა და შპს „ლოპოტა ინვესტმენტის“ შორის გაიმართება საპარტნიორო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია და ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრება”,– განუცხადეს Knews.ge-ს კახეთის გუბერნიაში.